[vc_row][vc_column][vc_column_text]
ტერმინები
„ვებ-გვერდი“ – შპს „ჯეი ეფ ჯორჯია“-ს (ს/ნ 402009278) საკუთრებაში არსებული და ამავე კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი (მისამართი ქ. თბილისი, ელეფთერ ანდროიკაშვილის ქუჩა N37ა) ვებ-გვერდი philipmartins.ge.
„ჯეი ეფ ჯორჯია” ან/და „ჩვენ” – შპს „ჯეი ეფ ჯორჯია“ (ს/ნ 402009278 მისამართი ქ. თბილისი, ელეფთერ ანდროიკაშვილის ქუჩა N37ა);
„მომხმარებელი” ან/და „თქვენ” – ნებისმიერ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ვებ-გვერდს philipmartins.ge
„წესები“ – ჩვენს მიერ დადგენილი წესები და პირობები, რომლითაც რეგულირდება ვებ-გვერდისა გამოყენება.
წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა და გაიგო წესები და სრულად ეთანხმება მათ.
ვებ-გვერდის (შემდგომ ტექსტში ორივე მოხსენიებული, როგორც „ვებ-გვერდი“) გამოყენება
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის მიერ, პირადი გამოყენებისთვის.
დაუშვებელია
ვებ-გვერდის არაავტორიზებული გამოყენება; თუ მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენი სახელით.
ვებ-გვერდის გამოყენებისას, უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური მიმართვა, მიუღებელი მიმართვების გამოყენება, ან სხვა ნებისმიერი ნეგატიური/არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება, ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს „ჯეი ეფ ჯორჯია“- ს საქმიან რეპუტაციას;
ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს:
ვებ-გვერდზე განთავსებული (მათ შორის, უზუსტო) ინფორმაციის გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანისათვის; ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს;
ჩვენი მხრიდან ტექნიკური შეფერხების, ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო, ვებ-გვერდზე წვდომის შეუძლებლობის შემთხვევაში დამდგარ შედეგზე.
ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდით სარგებლობისას, დაცული იქნებით კომპიუტერული ვირუსებისგან. თქვენ უფლებამოსილი ხართ, თავად მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები, აღნიშნული რისკის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ ზიანზე, რომელიც, შესაძლოა, დადგეს ვებ-გვერდით სარგებლობის დროს კომპიუტერული დაინფიცირების შედეგად.
პროდუქციის მიწოდების წესი:
ადგილზე მიტანა მოხდება მაქსიმუმ 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში.
თბილისში ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა, რეგიონებში ემატება ფოსტის ღირებულება.
პროდუქტის შეცვლის პირობები:
კომპანია „ჯეი ეფ ჯორჯია“, პროდუქტის შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას online შეძენის შემთხვევაში არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი, მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
შეცვლას ექვემდებარება მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც არ იქნება გამოყენებული და დაზიანებული.
პროდუქტი უნდა შემოწმდეს მომხმარებლის მიერ კურიერის მიერ პროდუქტის მიწოდების დღესვე და შეცვლის გადაწყვეტილების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდებზე;
პროდუქტის შეცვლის ხარჯს იღებს მომხმარებელი.
კონფიდენციალურობის დაცვა
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩვენთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას,. მომხმარებლის პირად ინფორმაციას ვითხოვთ საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვთხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.
ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას, მესამე პირის მიერ, თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, ან/და რაიმე სახის პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე.
კონფიდენციალური ინფორმაციის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვებ-გვერდის უსაფრთხოებასა და დაცულობას. თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, მოქმედი და სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე, მისი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.
წესებზე დათანხმებით, მომხმარებელი უფლებას გვანიჭებს, გავუგზავნოთ მას შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თაობაზე.
ანგარიშის რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის პოლიტიკას პერსონალური ინფორმციის დაცვის თაობაზე და ასევე მის კონფიდენციალრობის პოლიტიკას, რომელიც დამატებით მოცემულია ამავე ვებ-გვერდზე – „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“.
ანგარიშსწორების წესი
მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საბანკო ბარათით ან ნაღდი ანგრიშსწორებით.
საბანკო ბარათით გადახდის განხორციელებისას გაწეული მომსახურეობის საფასური ემატება პროდუქციის ღირებულებას.
„ჯეი ეფ ჯორჯია“-ს ანგარიშზე მომხმარებლის მიერ, გადახდილი თანხის სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ, კომპანია მიაწვდის პროდუქციას მომხმარებელს.
ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაშ გადახდა მოხდება უშუალოდ პრუდუქციის გადაცემისას.
სხვა პირობები
თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა მოქმედი კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმყოფს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წესებით დადგენილი პირობები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ან თუ თქვენს მიერ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ წესების, მოქმედი კანონმდებლობის, ან რეგულაციის დარღვევად, ან/და ჩვენი, სხვა მომხმარებლების, ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის ინტერესების დარღვევად.
ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების შედეგად თქვენთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე და თქვენ არ გექნებათ არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიკვლიოთ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტი და შესაბამისი გარემოებები, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ, რომ თქვენს მიერ დაირღვა წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი პირობა.
ჩვენ არ გაგვაჩნია იმ ინფორმაციის შენახვის ან თქვენთვის გადმოცემის ვალდებულება, რომელიც ატვირთეთ, შეინახეთ ან გაგზავნეთ ვებ-გვერდით სარგებლობის ფარგლებში, ან მისი უშუალო გამოყენების დროს და თქვენ არ გექნებათ არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.
ცვლილება
„ჯეი ეფ ჯორჯია“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წესებში და პირობებში, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია, რეგულარულად გაეცნოს წესებსა და პირობებს. თქვენს მიერ, ვებ-გვერდზე სტუმრობა ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს უპირობო თანხმობას წესებისა და პირობების მოთხოვნებზე და პირობებზე.
მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია
წესები და პირობებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წესებში და პირობებში არსებული კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
წესებთან და პირობებთან ან/და ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ელეფთერ ანდროიკაშვილის ქუჩა N37ა ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: hello@philipmartins.ge
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]