Fusion Luxury Mask
სუპერ დამატენიანებელი ნიღაბი
217.80 ₾ 668.80 ₾
Fusion Luxury Mask იცავს თმას ბუნებრივი დაბერებისგან. ძლიერი დამატენიანებელი ზეთების ნაზავი თმას ხდის მოქნილს, მატებს სიმკვრივესა და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
· იდეალურია გამომშრალი, დაზიანებული, თხელი და ქიმიურად დამუშავებული თმის სტრუქტურის აღსადგენად.
დაიტანეთ დაბანილ ნოტიო თმაზე, კარგად შეიზილეთ, გაიჩერეთ 15-45 წუთის განმავლობაში, შეიფუთეთ პირსახოცით, შემდეგ ჩამოიბანეთ.
ძლიერი დამატენიანებელი ნიღაბი ძირითადად გათვლილია სალონური პროცედურებისთვის. პროცედურა იწყება თმის ღრმა წმენდით, რაც ხელს უწყობს ფორების გახსნას და პროდუქტის უჯრედოვან დონეზე შეწოვას. ძლიერი, დამატენიანებელი ზეთების ნაზავი თმას ხდის ელასტიურს, მატებს სიმკვრივეს და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. რიტუალის დროს, მეტი ეფექტისთვის, გამოიყენება ორთქლის აპარატი, რომლის დახმარებით ხდება შედეგის გაორმაგება.
პროცედურის შედეგად ვიღებთ:
მბზინვარე, მსუბუქ, ელასტიურ, დატენიანებულ თმას.