ნიღაბი

    • მოცულობის მისანიჭებელი ნიღაბი

      მოცულობის მისანიჭებელი ნიღაბი იდეალურია თხელი და ქიმიური ნივთიერებებისგან დაზიანებული თმისთვის. მატებს მბზინვარებას. ნიღაბის გამოყენების შემდეგ თმის დავარცხნა ბევრად უფრო მარტივია.

      გამოყენება:
      შამპუნის გამოყენების შემდეგ, სველ თმაზე დაიტანეთ მცირე რაოდენობით. გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ.

      აქტიური ინგრედიენტები:

      ბაბასუს ზეთი • დამატენიანებელი
      წითელი ყურძენი • ანტიოქსიდანტი
      ჯინსენგი • აღმდგენი
      მცენარე იერო • აქტივატორი

      75მლ • 200მლ • 1000მლ

       

      SLS free • paraben free • PEG free • propylene glycol free

    • სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი

      ანტი ყვითელი ნიღაბი თმისთვის, რომელიც აქრობს ყვითელ პიგმენტებს. იდეალურია ნაცრისფერი, ქერა და გაღიავებული თმისთვის.

      გამოყენება:
      წაისვით სიგრძეებზე და ბოლოებზე და დატოვეთ 5-დან 15 წუთის განმავლობაში, სასურველი ეფექტის მიხედვით. კარგად ჩამოიბანეთ.

      აქტიური ინგრედიენტები:
      მანდარინის ექსტრაქტი – გამაჯანსაღებელი/გამწმენდი
      ბიო ალოეს ექსტრაქტი – დამამშვიდებელი/დამარბილებელი
      ჯინსენგის ექსტრაქტი – ტონირება

       

    • ფერის აღმდგენი ნიღაბი

       ნიღაბის გამოყენების შემდეგ თმა რბილდება და იძენს ბზინვარებას, ძლიერდება და ხანგრძლივდება ფერი.

      აღადგენს და აცოცხლებს ქიმიურად დამუშავებულ და შეღებილ თმას. ხელს უწყობს მის დატენიანებას და ანიჭებს ელასტიურობას.

      იცავს ფერს გახუნებისა და ჩამორეცხვისგან.

    • მატონიზირებელი ფერადი კონდიციონერი

      ფერადი ნიღაბი 

      კონდიციონერი გამდიდრებულია ნატურალური ინგრედიენტებით, როგორებიცაა: ჟოჟობას, არგანის ზეთები და შიის კარაქი. იგი უზრუნველყოფს ფერის ხანგრძლივ მდგრადობას, იცავს თმას სიმშრალისაგან. არ შეიცავს პარაბენებსა და პროპილენ გლიკოლს.

      აქტიური ინგრედიენტები:

      ჟოჟობას ზეთი/ დამცავი

      არგანის ზეთი/ დამცავი

      შიის კარაქი/ დამამშვიდებული

      200მლ – 980მლ

       

      SLS free • paraben free • PEG free • propylene glycol free

    • აბურდული თმის ნიღაბი

      უნიკალური ნიღაბი შეიცავს თმის ელასტიკურობისა და კვებისთვის მნიშვნელოვან ბუნებრივ ინგრედიენტებს. თმაზე დატანიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, ის ყველაზე დაუმორჩილებელ თმასაც კი აწესრიგებს. იდეალურია აბურდული თმისთვის.

      აქტიური ინგრედიენტები:
      ყურძნის ზეთი • ანტიოქსიდანტი
      ავოკადოს ზეთი • დამატენიანებელი
      შიის კარაქი • დამარბილებელი
      მაკადამიის ზეთი • ელასტიკურობის მიმნიჭებელი

      100მლ – 200მლ

       

      SLS free • paraben free • PEG free • propylene glycol free

    • სუპერ დამატენიანებელი ნიღაბი

      Fusion Luxury Mask იცავს თმას ბუნებრივი დაბერებისგან. ძლიერი დამატენიანებელი ზეთების ნაზავი თმას ხდის მოქნილს. მატებს სიმკვრივესა და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

      • იდეალურია გამომშრალი, დაზიანებული, თხელი და ქიმიურად დამუშავებული თმის სტრუქტურის აღსადგენად.

      დაიტანეთ დაბანილ ნოტიო თმაზე, კარგად შეიზილეთ, გაიჩერეთ 15-45 წუთის განმავლობაში, შეიფუთეთ პირსახოცით, შემდეგ ჩამოიბანრეთ.

      ძლიერ დამატენიანებელი ნიღაბი ძირითადად გათვლილია სალონური პროცედურებისთვის. პროცედურა იწყება თმის ღრმა წმენდით, რაც ხელს უწყობს ფორების გახსნას და პროდუქტის უჯრედოვან დონეზე შეწოვას. ძლიერი, დამატენიანებელი ზეთების ნაზავი თმას ხდის ელასტიურს, მატებს სიმკვრივეს და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. რიტუალის დროს, მეტი ეფექტისთვის, გამოიყენება ორთქლის აპარატი, რომლის დახმარებით ხდება შედეგის გაორმაგება.
      პროცედურის შედეგად ვიღებთ:
      მბზინვარე, მსუბუქ, ელასტიურ, დატენიანებულ თმას.

    • დამატენიანებელი ნიღაბი

       

      განკუთვნილია მშრალი და აბურდული თმისთვის. დამატენიანებელი და მკვებავი აქტიური ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაციის წყალობით, ის თმას აბრეშუმისებრ, რბილსა და მბზინვარე ეფექტს სძენს.

      გამოყენება:
      შამპუნის გამოყენების შემდეგ, სველ თმაზე დაიტანეთ მცირე რაოდენობით.  გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ. გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად.

      აქტიური ინგრედიენტები:
      ნეკერჩხლის ექსტრაქტი • დამატენიანებელი
      შიის კარაქი • მკვებავი
      ორგანული ალოეს ექსტრაქტი • რეგენერაცია

       

      SLS free • paraben free • PEG free

    • დამცავი და გამწმენდი ნიღაბი

      გამწმენდი ნიღაბი

      მორინგას ნიღაბი წმენდს თავის კანს, ატენიანებს და იცავს მავნე ნივთიერებებისგან.

      აქტიური ინგრედიენტები:

      მორინგას ექსტრაქტი/ სისუფთავისთვის

      ბირჩის ექსტრაქტი/ ანტისეპტიკი

      ზეთისხილის ზეთი/ ანტიოქსიდანტი

      10მლ – 30მლ – 100მლ – 200მლ – 1000მლ

       

      SLS free • paraben free • PEG free • propylene glycol free

    • კერატინით გაჯერებული კომპლექსი

      Rich Deep

       

      ის აღადგენს თმას. ზეთების, კარაქებისა და მცენარეული ექსტრაქტების შერწყმით, ატენიანებს თმას კერატინით, სძენს მას მოცულობას, სიძლიერესა და ბზინვარებას. იდეალურია გამომშრალი, ქიმიური საშუალებებისაგან დაზიანებული თმისთვის.

      აქტიური ინგრედიენტები:
      ჰიდრალიზებული კერატინი • აღმდგენი
      ჯინსენგის ექსტრაქტი • ანტიოქსიდანტი
      მაკადამიას ზეთი • ბალანსის შემანარჩუნებელი

       

      SLS free • paraben free • PEG free • propylene glycol free

       

    • სკალპის სამკურნალო ნიღაბი

      სამკურნალო ნიღაბი ცხიმიანი, ქერტლიანი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის. მდიდარია გამწმენდი, გამაგრილებელი და დამამშვიდებელი აქტიური ინგრედიენტებით, რომელიც იდეალურია მგრძნობიარე და ანომალიური კანისთვის, ხსნის გაღიზიანებას, აქრობს სიწითლეს, ქავილს და გამონაყარს. აშორებს დაგროვილ ტოქსინებს და აჩერებს თმის ცვენას. აღადგენს თმის დასუსტებულ ბოლქვებსა და დაზიანებულ ბოლოებს. იძლევა რბილ და ბზინვარე ეფექტს.

      გამოყენება:
      შამპუნის გამოყენების შემდეგ, დაიტანეთ მცირე რაოდენობის პროდუქტი ხელებზე, ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობით მოახდინეთ პროდუქტის გააქტიურება (აქაფება). დაიტანეთ და გაინაწილეთ მთლიან სკალპზე, აუცილებელია სკალპის წრიული მასაჟი თითების რბილობებით, რათა პროდუქტი სრულყოფილად შეიწოვოს და მოახდინოთ სისხლის ცირკულაცია. გადაინაწილეთ თმის სიგრძეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

      შენიშვნა:
      შესაძლოა იგრძნოთ ძლიერი გაგრილების ეფექტი, რაც გამოწვეულია პროდუქტში შემავალი მენთოლის ექსტრაქტით.

      აქტიური ინგრდიენტები:
      შიის კარაქი • მკვებავი
      ორგანული ბირკავას ექსტრაქტი • გამწმენდი
      მენთოლი • რებალანსირება
      გვირილა • დამამშვიდებელი
      ცხენისკუდა • თმის გამაძლიერებელი