კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს “ჯეი ეფ ჯორჯია“-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც შპს „ჯეი ეფ ჯორჯია“ მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება კომპანია გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა და თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.  თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

კლიენტის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:

  • ანგარიშის გახსნა
  • ჩვენთან მომსახურების შეკვეთა
  • ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება
  • კომენტარის განთავსება, ჩვენთვის საკუთარი აზრის გაზიარება
  • ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა
  • ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა
  • ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „საიდენტიფიკაციო აქტივობები“).

 

საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა “Uniform Resource Locator” „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.

ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
  • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა

 

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

 

  • ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
  • ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;
  • ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
  • მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
  • ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად.

 

ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე  დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.

 

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

 

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისათვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

 

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

 

  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით
  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
  • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

 

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:

  • თქვენი თანხმობა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა.
  • რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ:

  • ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
  • ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
  • თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.

 

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

 

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;

 

აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

 

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად

 

  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით

 

  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით

 

ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.