Philip Martin's World

კომპანიის შესახებ

ფილიპ მარტინსი დაარსდა 2006 წელს მაურო ტრიმილიოცის მიერ. კომპანიის ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში: შექმნას თმის და კანის მოვლის საშულებები რომლებიც დამზადებულია ნატურალურ ბიოლოგიურ პროდუქტებზე .ბრენდის სახელი გამომდინარეობს თავად დამფუძნებლის შვილების ფილიპო და მარტინას სახელებიდან რაც თავისთავად დაკავშირებულია გულწრფელობასთან და ბუნებრიობასთან .მესამე შვილის ტომასოს დაბადების შემდეგ შეიქმნა „ტომი საბავშვო ხაზი“ რომელიც ბავშვის მოვლის საშუალებებს მოიცავს .

ფილიპ მარტინსი მომხმარებლის გარანტიაა, რაც მათ ჯანმრთელობას , ეფექტურ მოვლას და სწორ არჩევანს გულისხმობს .
კომპანია გმოირჩევა საკუთარი უნიკალური პროდუქციით , რაც არაერთხელ დამტკიცდა მისი საქმიანობის სფეროში . დღესდღეობით იგი ერთ-ერთი ლიდერი დისტრიბუტორი კომპანიაა მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში.

ჩვენი ინდივიდუალირობა

ჩვენი მოწოდება უკეთესობისკენ

ჩვენი ლოგო გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას . მასზე გამოსახული ათი თითი გულისხმობს ორ ჩაკიდებულ ხელს რაც  ფილიპ მარტინსის სამყაროში ხალხის  ჰარმონიულ ერთობლიობას გამოხატავს . ხელებს შორის არსებული თვალი კი ფილიპ მარტინსის მომავლის ხედვასთან ასოცირდება . ჩვენი პროდუქტები შექმნილია ბუნებრივი , ბიოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით , იმისთვის რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად უსაფრთხო , ეფექტური და ჯანსაღი მოვლა . ფილიპ მარტინსის მოვლის პროცედურები არა მხოლოდ საბოლოო ეფექტს არამედ სასიამოვნო პროცესსაც უზრუნველყოფს .

ჩვენი ფილოსოფია

ლაბორატორია

ფილიპ მარტინსი არის იტალიური ბრენდი, რომელიც ქმნის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ხარისხის და ჯანმრთელობის  კვლევის შერწყმით , იგი მინიმალურად იყენებს ქიმიურ არატოქსიკურ ელემენტებს .ჩვენი ინგრედიენტები   ბუნებრივი და ორგანული წარმოშობისაა , როგორიცაა ჟოჟობას ზეთი, კალაბრიის   ფორთოხლის ექსტრაქტი ,  იტალიელი ფერმერების მიერ მოყვანილი  ალოე  და ხმელთაშუა ზღვის ზეთის ხილის ზეთი .ეს ყველაფერი მიუთითებს კოსმეტიკურ სამყაროში  ბრენდის უმაღლეს კატეგორიაზე და  ხარსხის მაღალ დონეზე . კომპანია იყენებს საუკეთესო ტექნოლოგიებს,  რაც  წარმატების გარანტია  საერთაშორისო მასშტაბით. ბრენდი  განაგრძობს  ახალი ,მაღალი  ხარისხის ორგანულ  პროდუქტებზე მუშაობას და მათი შემადგენლობის ფორმულირებას : ნატრიუმის ლაურილის სულფატის, პეგ-კარანტანტების, პლასტმასის, სპირტის, პროპილენ გლიკოლის, მეთილის  გარეშე . იგი პატივს სცემს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რომელიც კომპანიას  დასაწყისიდანვე გამოარჩევს.

@instagram

ფილიპ მარტინსი არის იტალიური ბრენდი, რომელიც ქმნის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ხარისხის და ჯანმრთელობის კვლევის შერწყმით 

კონტაქტი

  • (+995) 514 30 82 82
  • info@philipmartins.ge

სოციალური ქსელი

Philip Martins © All rights reserved

Scroll to Top