ბლოგი

როგორ უნდა მივანიჭოთ მოცულობა თხელ და დაზიანებულ თმას?

როგორ უნდა მივანიჭოთ მოცულობა თხელ და დაზიანებულ თმას?!
თხელი თმა უფრო მგრძნობიარე და მტვრევადია, ხშირად ჩნდება გაყოფილი ბოლოებიც.
ამ ტიპის თმის მქონე ადამიანების საერთო განცდაა ის, რომ თხელი თმა ადვილად ბინძურდება და ვერ ინარჩუნებს რაიმე ტიპის ვარცხნილობას. შესაძლებელია თმას მივცეთ სქელი ეფექტი, ისე რომ თმის სტრუქტურაც გავაუმჯობესოთ?
დიახ, ეს ყოველივე შესაძლებელია სწორი მოვლით.
ნებისმიერი ტიპის თმისთვის აუცილებელია მორგებული თმის მოვლის რუტინა: პირველ რიგში, შევარჩიოთ დელიკატური თმის მოვლის პროდუქტები სპეციალურად შექმნილი იმისათვის, რომ თმას მიეცეს მოცულობა და გამოიყურებოდეს  ბუნებრივად დამძიმების გარეშე.
Philip Martin’s-მა შეიმუშავა კონკრეტული მოვლის სისტემა თმის მოცულობის მისანიჭებლად: სკალპის ნაზად გასაწმენდად და დასატენიანებლად შექმნა Babassu Wash მოცულობის მისანიჭებელი შამპუნი და ამავე ხაზის პროფესიონალური ნიღაბი – Babassu Rinse.
მოცულობისა და ოპტიმალური სტილის მისაღებად აუცილებელია სკალპის ნორმალიზება და ბალანსის აღდგენა, ამისათვის ბრენდი გვთავაზობს კიდევ ერთ იდეალურ პროდუქტს – Sea Salt Spray – აღმდგენი სპრეი თმისა და სკალპისთვის, განსაკუთრებით შესაფერისი ჰიპერჰიდროზისა და ჭარბი ცხიმის სამკურნალოდ. იგი აბალანსებს გაღიზიანებულ სკალპსა და ანიჭებს მას მოცულობას.
გარდა ამისა, Philip Martin’s გვირჩევს თმის თავდაყირა გაშრობას დიფუზორის დახმარებით, რათა თავიდან ავიცილოთ ძალიან ცხელი ჰაერი. კუტიკულების დახურვისა და მათი შესანარჩუნებლად, ცვალეთ ცივი და ცხელი ჰაერის ნაკადები მთელ თმაზე და ჩართეთ ყოველდღიურ რუტინაში ორგანული თმის მოვლის საშუალებები.
მზად ხართ მიანიჭოთ მოცულობა თქვენს თხელ და მტვრევად თმას Philip Martin’s-ის თმის მოვლის პროდუქტებით?
Write to