ბლოგი

როგორ გავიშროთ თმა სწორად

თმის გაშ­რო­ბა
თმის გაშ­რო­ბამ­დე აირ­ჩი­ეთ სა­სურ­ვე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა. თმის ხა­რის­ხი­ა­ნად და­ვარ­ცხნა ფე­ნით კუ­ლუ­ლებს უფრო ელას­ტი­კურს ხდის და აფიქ­სი­რებს მათ. თუ წი­ნას­წარ შე­არ­ჩევთ ვა­რი­ანტს, არ მო­გი­წევთ ძვირ­ფა­სი დრო­ის ხარ­ჯვა ხელ­მე­ო­რედ თა­ვის და­სა­ბა­ნად. სა­ნამ თმა ჯერ ისევ ნეს­ტი­ა­ნია, და­ი­ვარ­ცხნეთ და და­ყა­ვით ნა­წი­ლე­ბად: სა­ქოჩ­რე, ზედა ნა­წი­ლი, კეფა და გვერ­დი­თი ნა­წი­ლე­ბი. გაშ­რო­ბას ვი­წყებთ კე­ფი­დან, ვას­წო­რებთ პა­ტარ-პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თებს თან­მიმ­დევ­რო­ბით. ჰა­ე­რის ნა­კადს ვა­მოძ­რა­ვებთ თმის ძი­რე­ბი­დან ბო­ლო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ფე­ნით გაშ­რო­ბა თმის ტი­პის მი­ხედ­ვით
თუ ფენს მხო­ლოდ თმის გა­საშ­რო­ბად იყე­ნებთ, სა­ჭი­როა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ფენი, მაგ­რამ თუ თმის გას­წო­რე­ბაც გინ­დათ, სა­ჭი­როა ფენი სამი ფუნ­ქცი­ით:

  • მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით – წი­ნას­წარ შე­საშ­რო­ბად
  • სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რით – გა­სას­წო­რებ­ლად
  • ცივი ჰა­ე­რით – და­ვარ­ცხნი­ლი თმის გა­საგ­რი­ლებ­ლად.

ქი­მი­უ­რად დახ­ვე­უ­ლი თმის გა­საშ­რო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფენი დი­ფუ­ზი­უ­რი საც­მით, სა­ი­და­ნაც ჰა­ე­რის ნა­კა­დი გა­მო­დის დაშ­ლი­ლი და თქვე­ნი კუ­ლუ­ლე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­ჭი­რო ფორ­მას. დი­ფუ­ზო­რი, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი საც­მი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია მომრგვა­ლე­ბუ­ლი “თი­თე­ბით”. ისი­ნი შე­საძ­ლოა იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სიგ­რძის. რაც მთა­ვა­რია, იმე­ო­რე­ბენ თა­ვის კონ­ტურს. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ჰა­ერ­მა თა­ნაბ­რად შე­აღ­წი­ოს თმის ძი­რებ­ში.

ტალ­ღო­ვა­ნი თმა
მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის ტალ­ღო­ვა­ნი თმის გა­საშ­რო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დი­ფუ­ზი­უ­რი საც­მი მოკ­ლე “თი­თე­ბით”. გრძე­ლი და ხში­რი თმის­თვის – გლუ­ვი “თი­თე­ბით”. დი­ფუ­ზო­რი ღრუ­ია­ნი “თი­თე­ბით” და­გეხ­მა­რე­ბათ უფრო მო­ცუ­ლო­ბი­თი ვარ­ცხნი­ლო­ბის შექ­მნა­ში. ხვრე­ლე­ბი საც­მის “თი­თებ­ში” გან­ლა­გე­ბუ­ლია გვერ­დებ­ზე: ამ­გვა­რად, ცხე­ლი ჰა­ე­რი პირ­და­პირ არ მი­ე­მარ­თე­ბა, რაც გა­მო­რი­ცხავს კა­ნის დამ­წვრო­ბას. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თმის გას­წო­რე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნეთ საც­მი-დი­ფუ­ზო­რი დამ­ვარ­ცხნი მოქ­მე­დე­ბით.

გრძე­ლი თმა
რო­გორ და­ვი­ყე­ნოთ გრძე­ლი, ხვე­უ­ლი თმა, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ? რო­გორ მივ­ცეთ ასეთ თმას მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა?
სველ, და­ვარ­ცხნილ თმა­ზე შე­ი­ზი­ლეთ მუსი ან ქაფი სა­შუ­ა­ლო ან ძლი­ე­რი ფიქ­სა­ცი­ით, თმის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.
შე­იშ­რეთ ზედ­მე­ტი სის­ვე­ლე: სწო­რი თმა დი­ფუ­ზო­რის გა­რე­შე, ხვე­უ­ლი – დი­ფუ­ზო­რით. ამას­თან, საც­მი მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს ზე­ვით, ხოლო თავს ამ დროს წე­ვენ ქვე­ვით. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა: ამ ეტაპ­ზე თმა ცოტა ნეს­ტი­ა­ნი უნდა დარ­ჩეს.
სწორ თმას რომ მო­უც­ლო­ბა მივ­ცეთ, ფენს მი­ა­მაგ­რეთ დი­ფუ­ზო­რი. გა­აგ­რძე­ლეთ თმის გაშ­რო­ბა სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რე­ზე დი­ფუ­ზო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბით. მო­ცუ­ლო­ბი­თი კუ­ლუ­ლე­ბის შექ­მნა ნა­წილ-ნა­წილ უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია: ჯერ თმის ერთი ნა­წი­ლი, შემ­დეგ თან­მიმ­დევ­რო­ბით მი­ვი­წევთ მაღ­ლა.
კუ­ლუ­ლის გაშ­რო­ბი­სას უკე­თეს შე­დეგს მი­აღ­წევთ, თუკი მო­ნაც­ვლე­ო­ბით იხ­მართ დი­ფუ­ზორს და ხე­ლის გულს (კუ­ლუ­ლი მო­აქ­ცი­ეთ ხე­ლის გულ­ზე და შე­კუმ­შეთ ხე­ლის თავ­თან მი­ტა­ნით).
გა­ის­წო­რეთ ყო­ვე­ლი კუ­ლუ­ლი დი­ფუ­ზო­რით და ხე­ლის გუ­ლით. თმის ბო­ლო­ე­ბის­თვის სა­ბო­ლოო ფორ­მის მი­სა­ცე­მად, გა­მო­ი­ყე­ნეთ ფენი-ჯაგ­რი­სი. ახლა მო­და­შია, როცა თმის ბო­ლო­ე­ბი გა­რე­დან ან შიგ­ნი­და­ნაა შეხ­ვე­უ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­რე­უ­ლი ვა­რი­ან­ტიც, რი­თაც მი­ვი­ღებთ მშვე­ნი­ერ სა­ზე­ი­მო ვა­რი­ანტს. თმის სა­მაგ­რი, რო­მე­ლიც და­ა­მაგ­რებს გვერ­დი­თა კუ­ლულს, ან კე­ფას­თან შეკ­რულ თმას, იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო შტრი­ხი სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბა­ში.

მოკ­ლე თმა
მოკ­ლე თმის­თვის არ­სე­ბო­ბენ ფენი-ჯაგ­რი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მარ­ტო აშ­რო­ბენ, არა­მედ ვარ­ცხნი­ან თმას და მო­ცუ­ლო­ბას აძ­ლე­ვენ ვარ­ცხნი­ლო­ბას. ზო­გი­ერ­თი ფენი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით, ბი­გუ­დებ­ზე დახ­ვე­უ­ლი თმის სწრა­ფად ან შე­და­რე­ბით ნელა გა­საშ­რო­ბად.

რო­გორ გა­ვიშ­როთ?
გა­საშ­რო­ბი თმის ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად და­ვახ­ვი­ოთ ჯაგ­რის­ზე და მივ­მარ­თოთ მას­ზე ჰა­ე­რის ნა­კა­დი. დიდი დი­ა­მეტ­რის ჯაგ­რი­სი ქმნის მსხვილ ტალ­ღას, ვარ­ცხნი­ლო­ბა დიდ­ხანს ძლებს. ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი მსხვი­ლი ტალ­ღე­ბით ად­ვი­ლად კეთ­დე­ბა და ტრანსფორ­მირ­დე­ბა სა­ზე­ი­მო ვა­რი­ან­ტე­ბად.

სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის და გრძე­ლი თმა
ნა­ბი­ჯი 1. და­ხა­რეთ თავი. თმა ჩა­მო­უშ­ვით დაბ­ლა.
ნა­ბი­ჯი 2. ახლა, ჰა­ე­რით შე­ბერ­ვას­თან ერ­თად, ივარ­ცხნეთ ჯაგ­რი­სით თმის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით – უკ­ნი­დან წი­ნი­სა­კენ.
ნა­ბი­ჯი 3. რო­დე­საც თმა ნა­ხევ­რად გაშ­რე­ბა, ას­წი­ეთ თავი და მი­ე­ცით ვარ­ცხნი­ლო­ბას დას­რუ­ლე­ბუ­ლიო სახე.
თმის ვარ­ცხნის დროს, სა­ნამ სხვა ნა­წილ­ზე გა­დახ­ვალთ, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი კარ­გად გა­აშ­რეთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვარ­ცხნი­ლო­ბა და­გეშ­ლე­ბათ.

მოკ­ლე თმა
ნა­ბი­ჯი 1. და­ი­ვარ­ცხნეთ თმა სიგ­რძის შე­სა­ბა­მი­სი საც­მით.
ნა­ბი­ჯი 2. “გა­ი­ა­რეთ” ჯაგ­რი­სით თმის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ: ამ დროს თავი გად­მო­ხა­რეთ წინ. ფენი ისე გე­ჭი­როთ, რომ ჰა­ე­რი მი­მარ­თუ­ლი იყოს თმის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თმის ქერცლო­ვა­ნი ზე­და­პი­რი გლუ­ვი ხდე­ბა და თმა ბზინ­ვა­რე­ბას შე­ი­ძენს. ნუ გა­მო­აშ­რობთ თმას! გაშ­რო­მი­სა და და­ვარ­ცხნი­სას ფენი არ უნდა გე­ჭი­როთ 20 სმ-ზე უფრო ახ­ლოს თმას­თან.