ბლოგი

თმის დაბერების საწინააღმდეგო მოვლის სისტემა Philip Martin’s-სგან

სიბერის ნიშნებს არამხოლოდ სახის კანზე უნდა ვებრძოლოთ, არამედ სკალპსა და თმასაც სჭირდება სწორი მოვლის რუტინა, რომ დავიცვათ ბუნებრივი დაბერებისგან, რომელმაც შესაძლოა ნებისმიერ ასაკში შეგვაწუხოს.

ოქსიდაციური სტრესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს თმის ხარისხზე, იგი ასუსტებს თმის სტრუქტურას, რაც იწვევს პირველი თეთრი თმის გაჩენას მანამ, სანამ ეს პროცესი ბუნებრივად დაიწყება.

გარდა ოქსიდაციური სტრესისა, არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, დიეტა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორები, გარემოს დაბინძურება პირდაპირ კავშირშია თმის დაბერების პროცესთან.

დროთა განმავლობაში სტრესმა შეიძლება დააზიანოს სკალპის უჯრედების სტრუქტურა, თმა სუსტი და ცვენისკენ მიდრეკილი გახდეს.

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევანელოთ დაბერების ნიშნები თმასა და სკალპზე?

 

Philip Martin’s-მა შეიმუშავა Canapa Family სისტემა, რომელიც ორიენტირებულია თმის იერსახის გაახალგაზრდავებაზე.

 

Canapa Wash

Canapa Wash დელიკატურად ასუფთავებს სკალპს, ეხმარება თმას აღადგინოს ბუნებრივი სიცოცხლისუნარიანობა.

გამდიდრებულია  წითელი ვაზის, კანაფის, ჟენშენისა და გუარანას ორგანული ექსტრაქტებით.  Canapa Wash სტრესის საწინააღმდეგო შამპუნი აღმდგენი თმის სტრუქტურას.

შამპუნი დაიტანეთ მცირე რაოდენობით ხელის გულზე. გააქტიურეთ და გადაინაწილეთ თმასა და სკალპზე, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

 

Canapa Rinse

Canapa Rinse არის იდეალური ნიღაბი სტრესის საწინააღმდეგოდ, რომელიც სკალპს დაუბრუნებს ბუნებრივ ბალანსს და შესძენს ბზინვარებას. კანაფის, კერამიდების, ამინომჟავის, პროლინის კომბინირებული და ინოვაციური მოქმედების წყალობით Canapa Rinse იცავს თმას ოქსიდაციური სტრესისგან, ასტიმულირებს თმის ზრდას.

შამპუნით დაბანის შემდეგ, წაისვით მცირე რაოდენობით პროდუქტი სველ თმაზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.

თმის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე.  მზე, ქარი, მარილიანი წყალი, ხშირი  რეცხვა ზაფხულში თმას დამატებით სტრესს უქმნის, ასუსტებს მას და ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების დაგროვებას.

 

თქვენ როდის გეგმავთ დაიწყოთ დაბერების საწინააღმდეგო თმის მოვლის რუტინა?